Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ჩეხეთში 22 მარტს კორონავირუსის ინფექციით დაავადებული პირველი პაციენტი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, 95 წლის კაცი პრაღაში ცხოვრობდა. სხვა დეტალები უცნობია.   კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, 22 მარტისათვის ჩეხეთში მკურნალობას გადის კორონავირუსით დაინფიცირებული 1047 პაციენტი. 7 კაცი უკვე განიკურნა. ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, აპრილის შუა რიცხვებისათვის გაუქმდეს, თუ ქვეყანაში ამ დროისათვის 10 ათასს არ გადააჭარბებს კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, - განაცხადა ჩეხმა ეპიდემიოლოგმა, რომან პრიმულამ, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ჩეხეთის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.  რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო შეზღუდვებს, მისი ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ერთ თვეში ვითარება კოორნავირუსის ეპიდემიის მხრივ მოსაზღვრე გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.   

Related news

Latest News
Hashtags:   

ჩეხეთში

 | 

კორონავირუსით

 | 

დაინფიცირებული

 | 

პირველი

 | 

პაციენტი

 | 

გარდაიცვალა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources