Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მარინა ენედელაძე: საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ 5 პაციენტი გვეყოლება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მომავალ კვირაში საქართველოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ახალი პაციენტები ეყოლება. მათ შესახებ უარყოფითი პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. „5 პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვალა, რასაც დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენი გუნდი, მთლიანობაში 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათ შორის ერთი ძალიან მძიმე იყო“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ „იმედის კვირაში“ სატელეფონო ჩართვის დროს. ენდელაძის განმარტებით, 5 პაციენტი ხვალ გაეწერება საავდმყოფოდან.   22 მარტის 20 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავრუსით 54 ადამიანია დაინფიცირებული.  რაც შეეხება მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის შემთხვევას, სპეციალისტები ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ენედელაძე

 | 

საქართველოში

 | 

კორონავირუსისგან

 | 

განკურნებული

 | 

კიდევ

 | 

პაციენტი

 | 

გვეყოლება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources