Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 5-ით გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით,  საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებიდან ტესტმა კიდევ ხუთი ადამიანის გამოჯანმრთელება აჩვენა და ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის 8. „სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები“,- განაცხადა ენდელაძემ. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ახალი გამოჯანმრთელებული 5 პაციენტიდან ხვალ, 23 მარტს რამდენიმე კლინიკას დატოვებს. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულებს განმეორებითი ტესტები არ სჭირდებათ და მხოლოდ ლაბორატორიული კვლევაა საჭირო, ანალიზების ჩატარების შემდეგ კი ისინი ბინაზე გაეწერებიან. 22 მარტის დილის მონაცემების შემდეგ ამ დრომდე ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა  დადასტურებული რაოდენობა არ გაზრდილა და 54-ს შეადგენს.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ენდელაძე

 | 

გამოჯანმრთელებული

 | 

პაციენტების

 | 

რაოდენობა

 | 

გაიზარდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources