Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მარინა ეზუგბაია: გვყავს სამი მძიმე ავადმყოფი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ტესტების პასუხების მიხედვით 8 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი თქმით, კიდევ 6 პაციენტის პასუხებს ელოდებიან. „ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს სამი მძიმე ავადმყოფი. ორი ქალბატონი შედარებით ასაკოვანი. ერთს აქვს თანარსებული დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, მეორეს რომელიც უფრო მაღალი ასაკით მაღალ რისკში გადის, მძიმე ნევრლოგიური დაავადება. ორივე პაციენტი ისევ პროგნოზულად, პროგრესირების თვალსაზრისით მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ დაგვემატა. შუახანს გადაცილებული პირია, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. დაწყებულია მკურნალობა, ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია გვექნება. ამ წუთში თითქოს სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ამ პაციენტთანაც პროგნოზი შეიძლება სერიოზული იყოს.,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 22 მარტის 20 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავრუსით 54 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 3. გამოჯანმრთელებულმა მესამე პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო 22 მარტს 15 საათისთვის  დატოვა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

გვყავს

 | 

მძიმე

 | 

ავადმყოფი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources