Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მაგთიკომის აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება აღუდგათ

​მაგთიკომის  მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, აბონენტები უკვე შეუფერხებლად იღებენ ინტერნეტს. გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ მიმწოდებელ კომპანიას, კავკასუს ონლაინს 22 მარტს 17:10 საათზე შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რის შედეგადაც მაგთიკომის აბონენტებს გლობალურ რესურსებთან წვდომა შეეზღუდა. ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და ყველა აბონენტს სერვისი მიეწოდება შეუფერხებლად. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. - წერია კომპანიის ფეისბუკის გვერდზე. 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში მაგთიკომის აბონენტებს შეფერხებით მიეწოდებოდათ ინტერნეტი. აბონენტთა ნაწილმა პროვაიდერისგან მიიღო შეტყობინება ინტერნეტის გლობალურ სერვისთან წვდომის შეზღუდვის შესახებ.

Related news

Latest News
Hashtags:   

მაგთიკომის

 | 

აბონენტებს

 | 

ინტერნეტის

 | 

მიწოდება

 | 

აღუდგათ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources