Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო საგანგებო მდგომარეობის ზოგიერთ ნორმას

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, 22 მარტოს ვეტო დაადო პარლამენტის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დამტკიცებულ რამდენიმე ნორმას. რადევი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ზომა არის „უკიდურესად მკაცრი“ და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო თავისუფლებას.   ბულგარეთის პარლამენტმა 20 მარტს რამდენიმე შეზღუდვა დაამატა ქვეყნის მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტს.   ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო პუნქტს, რომელიც წესრიგის დაცვის საქმეში სამხედროებს ანიჭებს პოლიციურ ფუნქციას, შესაძლებელის ხდის მობილური ტელეფონებიდან მონაცემების ამოღებას კარანტინის წესების დაცვის გასაკონტროლებლად, ხოლო მაღაზიებს უკრძალავს გაზრადონ ფასები „ბოლო სამი თვის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელზე“ მაღლა, რათა თავიდან აიცილონ ფასების ზრდა.   ფასების რეგულირების თაობაზე პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ზომების კომენტირებისას ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შიშზე უფრო შიმშილი გაბატონდება“.   22 მარტის მონაცემებით ბულგარეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 171 შემთხვევა. სამი პაციენტი დაიღუპა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ბულგარეთის

 | 

პრეზიდენტმა

 | 

დაადო

 | 

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

ზოგიერთ

 | 

ნორმას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources