Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინანდელთან შედარებით ოდნავი აქტიურობაა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 22 მარტის პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში 15 საათისათვის ამომრჩეველთა 43,29%-მა მიიღო მონაწილეობა. შედარებისათვის იმავე საათებში, 2019 აგვისტოს აჩევნების დროს, ეს ციფრი იყო 39,14%-ი.     ეხო კავკაზას ცნობით, 152 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურას თვალს ადევნებს 16 ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები.   საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში სამი კანდიდატი იყრის კენჭს.   ფავორიტად ითვლება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია. მისი მთავარი მეტოქეა სოხუმის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა. მესამე კანდიდატია, პარტია აკზაარას ( ერთობა ) ლიდერი, სოხუმის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლეონიდ ძაპშპა.  სამივე კანდიდატმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი.

Related news

Latest News
Hashtags:   

აფხაზეთის

 | 

ფაქტო

 | 

რესპუბლიკის

 | 

საპრეზიდენტო

 | 

არჩევნებში

 | 

წინანდელთან

 | 

შედარებით

 | 

ოდნავი

 | 

აქტიურობაა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources