Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ირანის უზენაესი ლიდერი ყველას მოუწოდებს, დაიცვან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული აკრძალვები

ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოუწოდებს ირანს მოსახლეობას, რათა „აუცილებლად დაიცვან კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები“.   ამის შესახებ ნათქვამია ტვიტერში ხამენეის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ მიმართვაში. „ჩვენ ისტორიაში უპრეცდენტო ფაქტია, რომ გაუქმებულია თვით რელიგიური შეკრებები, მაგრამ ეს გარდაუვალია“, - აცხადებს ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი.   ამ განცხადების ფონია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ირანში, რის გამოც ქვეყანაში აკრძალულია რელიგიური, სპორტული, კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიებები. პანდემიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაიხურა ქვეყნის წამყვანი მეჩეთები, საკულტო ნაგებობები და მუზეუმები.   ჯანდაცვის სამინისტროს თქმით ირანში, რომელიც ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, of COVID-19 ის ინფექცია დაუდგინდა სულ მცირე 21 ათას კაცს.   დაახლოებით 1550 შემთხვევა დასრულდა პაციენტების სიკვდილით. კორონავირუსისგან განიკურნა სულ მცირე 7600 დაინფიცირებული.    

Related news

Latest News
Hashtags:   

ირანის

 | 

უზენაესი

 | 

ლიდერი

 | 

ყველას

 | 

მოუწოდებს

 | 

დაიცვან

 | 

კორონავირუსის

 | 

პანდემიით

 | 

გამოწვეული

 | 

აკრძალვები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources