Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ილია მეორე: გეუბნებიან შორი-შორს დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის

საკვირაო ქადაგების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მითითება, ერთმანეთს შორის დისტანციის დაცვაზე, ეკლესიაში მისული მოქალაქეების ნაწილმა გაიზიარა. ასე ხდებოდა დღეს, 22 მარტს სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც პატრიარქმა იქადაგა - სტიქაროსნები მოქალაქეებს მუდმივად მოუწოდებდნენ შორი-შორს დამდგარიყვნენ და ხატებსა და ჯვრებს შეხების შემდეგ წმენდნენ. ზოგიერთ ტაზარში მრევლი ეკლესიის ირგვლივ შეიკრიბა და წირვას ეზოში უსმენდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მრევლს ბინაზე ზიარება შესთავაზა. ფოთის მთავარ საკათედრო ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს მან უთხრა, რომ შედგება მსურველთა სია და სასულიერო პირები მათ თავად მიაკითხავენ სახლებში. საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე მრევლს უთხრა, რომ დისტანციით დგომაზე რეკომენდაცია ადვილი შესასრულებელია. ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ გავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ , - აღნიშნა ილია მეორემ. თუმცა, მოგვიანებით, როცა პატრიარქმა ქადაგება დაიწყო, კვლავ სამებაში უცვლელი სახით ჩატარდა ერთი კოვზით ზიარება. ზიარებისთვის მისული მრევლი რიგს არ იცავდა და პატრიარქის დანახვის სურვილით ერთმანეთთან ახლოს, დისტანციის დაცვის გარეშე იდგნენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

მეორე

 | 

გეუბნებიან

 | 

დადექითო

 | 

ყველაფერი

 | 

თქვენთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources