Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ნათია თურნავა: მეც არ მაქვს პირბადე, მაგრამ ისინი პირველ რიგში მოხუცებს დაურიგდებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ორშაბათიდან დაიწყება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერებისთვის საქართველოში წარმოებული პირბადეების დარიგება. „ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მეც კი არ მაქვს ეს პირბადე, მაგრამ პირველ რიგში პრიორიტეტი 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები არიან“, - უთხრა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე დღეში, რეკორდულ დროში დაიწყო პირბადეების წარმოება და ამ პროცესში უკვე რამდენიმე სამკერვალო საწარმოა ჩართული. მინისტრის თქმით, მალე „რიტმული“ მიწოდება აეწყობა, მოგვიანებით კი პირბადეების მასობრივი წარმოებაც დაიწყება. 22 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 54 ადამიანია დაავადებული, გამოჯანმრთელდა - 3. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ნათია

 | 

თურნავა

 | 

მაქვს

 | 

პირბადე

 | 

მაგრამ

 | 

ისინი

 | 

პირველ

 | 

რიგში

 | 

მოხუცებს

 | 

დაურიგდებათ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources