Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ამირან გამყრელიძე: საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს ეპიდემიის პრევენციას

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების  ყველა შემთხვევის წარმომავლობა დღეისათვის ცნობილია, რაც ხელს უწყობს პროცესის მართვას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ქვეყანაში სერიოზული და სწრაფი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება. „ჩვენ გვაქვს კორონავირუსული ინფექციის 54 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ ვიცით ყოველი შემთხვევის წარმომავლობა, ვაკონტროლებთ ყველა შემთხვევის ეპიდკონტაქტებს. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, განსაკუთებით, ბოლო 5 შემთხვევისა, რომლებიც გამთენიისას დაფიქსირდა. აქედან 3 ახალი გახლდათ ლუგარის ცენტრში, 1 - ბათუმში და 1  - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ასევე, განმეორებითი იყო რამდენიმე შემთხვევა. იცით, რომ საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა, ჯამში, 3 პაციენტი”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენციას და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო, საზოგადოება და კერძო სექტორი გაერთიანდეს.  „თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს. სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას რასაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით,“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

Related news

Latest News
Hashtags:   

ამირან

 | 

გამყრელიძე

 | 

საგანგებო

 | 

მდგომარეობა

 | 

შეუწყობს

 | 

ეპიდემიის

 | 

პრევენციას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources