Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

სამებაში წირვის დროს პატრული გამოიძახეს

დღეს, 22 მარტს სამებაში წირვის დროს საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, პოლიციელები მოქალაქეებს შორის დისტანციის დარღვევის შესაძლო ფაქტზე მივიდნენ. პატრული მივიდა გამოძახებაზე, ადგილზე გაეცნო ვითარებას, გაესაუბრა მეუფეს და დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა , - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში. დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეა. ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობით ხალხმრავალ შეკრებებს ზღუდავს. გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია და ჰიგიენის ნორმები. ამის მიუხედავად, საქართველოს მართლმამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არ აპირებს ერთი კოვზით ზიარების პრინციპი შეცვალოს. ასე მოხდა დღესაც ლოცვის დასრულების შემდეგ. ეკლესიაში მოთხოვნის მიუხედავად, მრევლი ერთმანეთთან დისტანციას არ იცავდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

სამებაში

 | 

წირვის

 | 

პატრული

 | 

გამოიძახეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources