Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში 12:00 საათვის მონაცემებით მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 23,78%-მა. რადიო „ეხო კავკაზას“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა სოხუმის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.   საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში სამი კანდიდატი იყრის კენჭს. ფავორიტად ითვლება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია. მისი მთავარი მეტოქეა სოხუმის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

აფხაზეთის

 | 

ფაქტო

 | 

რესპუბლიკაში

 | 

საპრეზიდენტო

 | 

არჩევნები

 | 

მიმდინარეობს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources