Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ტოჩინოშინმა მარტის ჰარუ ბაშო წაგებით დაასრულა

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ 2020 წლის სეზონის მეორე სუპერტურნირი - მარტის ბაშო სამქულიანი უარყოფითი ბალანსით ჩაამთავრა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ რიკიშის დღეს გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში, მეთვრამეტე მაეგაშირა კოტონოვაკას ძლევის შემთხვევაში შეეძლო უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაეყვანა, მაგრამ წააგო და თხუთმეტტურიან შეჯიბრებაზე ექვს ქულას დასჯერდა. გორგაძემ მარტის სუპერტურნირი დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას რანგში ჩაატარა. მაისის ბაშოს კი გაუარესებული პირადი რეიტინგით შეხვდება - სავარაუდოდ ორი-სამი საფეხურით დაიხევს უკან. მარტის ჰარუ ბაშოს ჩემპიონი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა. თეთრ ფენიქსად წოდებულმა მონღოლმა თხუთმეტი შესაძლებლიდან ცამეტი ქულა აიღო და „იმპერატორის თასს“ ორმოცდამეოთხედ დაეუფლა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტოჩინოშინმა

 | 

მარტის

 | 

წაგებით

 | 

დაასრულა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources