Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ილია მეორე: არ შეგეშინდეთ!

ეს რაც ხდება - შორის შორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. რომ ვამბობთ „ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი“, - განაცხადა საკვირაო წირვაზე ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.  მადლობა უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფევლისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია  ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ უფალი ჩვენთან არს, დალოცვილები იყავით, ჩვენთან არს ღმერთი , - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში.  21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მისი გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

მეორე

 | 

შეგეშინდეთ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources