Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მრევლს ბინაზე ზიარებას სთავაზობს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი  ეკლესიის მრევლს ბინაზე ზიარებას სთავაზობს. ფოთის მთავარ საკათედრო ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს მან უთხრა, რომ შედგება მსურველთა სია და სასულიერო პირები მათ თავად მიაკითხავენ სახლებში: „არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ რომ მაინც და მაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება. ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ რომ ჩვენი მარხვა ის არის რომ შევასრულოთ ეს კურთხევა რასაც გეუბნებით“, - უთხრა  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს. ეკლესიაში მისულ პირებს ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვის თავიდან არიდების მიზნით მან ურჩია წირვას ტაძრის ეზოდან მოუსმინონ, სადაც ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ საკვირაო წირვა ჩატარდება პატარა ეკლესიაში, სადაც ფიზიკურად ვერ მოთავსდება რამდენიმე ადამიანზე მეტი: თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას ჩვენს კურთხევას, ჩვენს დავალებას იძულებულები ვიქნებით ნათლისღების ეკლესია რომაა ეზოში გალავანში იქ ჩავატაროთ წირვები, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა. მაშინ დავდგებით და გარედან მოვისმენთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 20 მარტს ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების საკითხზე გამართულ სხდომაზე სინოდმა მიიღო განჩინება, რომლის თანახმად, ზიარების დროს მორწმუნეები კვლავ საერთო კოვზს გამოიყენებენ. 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მისი გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს. ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მისგან მოვისმინეთ, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10 კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები , - თქვა საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაძიემ. 22 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 54 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯანმრთელებულია - 3.   

Related news

Latest News
Hashtags:   

ფოთისა

 | 

ხობის

 | 

მიტროპოლიტი

 | 

მეუფე

 | 

გრიგოლი

 | 

მრევლს

 | 

ბინაზე

 | 

ზიარებას

 | 

სთავაზობს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources