Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

შსს: 21 მარტს თვითიზოლაციის დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საკარანტინო ზონებში 21 მარტს  იძულებით 10 ადამიანი გადაიყვანა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის  შემთხვევები იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, სულ 190 ადამიანია გადაყვანილი. 22 მარტის 10 საათის  მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში სულ 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარულ მეთვალყურეობას კი 259 გადის.  ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 54 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა.  21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარტს

 | 

თვითიზოლაციის

 | 

დარღვევის

 | 

ახალი

 | 

ფაქტი

 | 

გამოვლინდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources