Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულ ხუთ ახალ პაციენტს შორის ერთი ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 22 მარტს დადასტურებული 5 ახალი შემთხვევიდან სამი ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული პაციენტების კონტაქტია, 2 კი ახალი შემთხვევა. მისი თქმით, ხუთი ახალი პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 დაინფიცირებულია მოთავსებული: „ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, უკვე აზრი აღარ აქვს რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა.   მეორე შემთხვევა, რომელიც ჩვენს ცენტრშია, არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთ ჯგუფთან კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე ჯერჯერობით  არ არის მძიმე და იმედია არ იქნება, უკვე  მეხუთე ბავშვი გვყავს ჩვენ ცენტრში და ხუთივეს მდგომარეობა  ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება”, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში 22 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 54-ია განკურნებულია 3.  

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირებულ

 | 

პაციენტს

 | 

შორის

 | 

ბავშვია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources