Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 2 პაციენტი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 3 ადამიანია განკურნებული. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პირია გამოჯანმრთელებული. მათგან ერთმა  გუშინ, 21 მარტს დატოვა სტაციონარი, მეორე კი დღეს გაეწერება: „ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს. მათ გუშინ უარყოფითი ტესტები ჩაუტარდათ. ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. საქართველოში 22 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 54-ია განკურნებულია 3.   

Related news

Latest News
Hashtags:   

კორონავირუსისგან

 | 

საქართველოში

 | 

კიდევ

 | 

პაციენტი

 | 

განიკურნა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources