Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

იტალიაში იხურება ყველა საწარმო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა

იტალიის ის ფირმები და საწარმოები, რომელთა საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებთან არ არის დაკავშირებული, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 3 აპრილამდე მუშაობას შეწყვეტენ, - ამის შესახებ განკარგულება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ  21 მარტს გამოსცა. განკარგულება 22 მარტს გამოქვეყნდება და გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. სუპერმარკეტები, აფთიაქები, საფოსტო განყოფილებები, ბანკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. იტალია ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. Worldometerს-ის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 53 500-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 4 800-ზე მეტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 6 000-ზე მეტი. იტალიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დროებით უკვე დახურულია ბარები, რესტორნები, მაღაზიები, სკოლები და უნივერსიტეტები, აკრძალულია ხალხმრავალი დემონსტრაციები.

Related news

Latest News
Hashtags:   

იტალიაში

 | 

იხურება

 | 

ყველა

 | 

საწარმო

 | 

სასიცოცხლოდ

 | 

მნიშვნელოვანის

 | 

გარდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources