Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელი კორონავირუსთ აღმოჩნდა დაინფიცირებული. მაგრამ თავად პენსს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ჰქონიათ თეთრი სახლის ამ თანამშრომელთან უშუალო კონტაქტი. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით იუწყება რადიოსადგური „ამერიკის ხმა“   ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ  მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე აუცილებლად გაივლიან შემოწმებას კორონავირუსზე.   ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანანშრომლის შემოწმების შედეგი პარასკევს გახდა ცნობილი. დაინფიცირებული პირის თანამდებობა და ვინაობა არ ხმაურდება.   თავად ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აშშ-ის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბს უდგას სათავეში.

Related news

Latest News
Hashtags:   

პრეზიდენტ

 | 

პენსის

 | 

აპარატის

 | 

თანამშრომელი

 | 

კორონავირუსით

 | 

დაინფიცირდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources