Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 17 days ago

შს მინისტრი იმედოვნებს, რომ აღდგომაზე არ იქნება დიდი შეკრებები

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულებსა და მათი აღნიშვნის შესაძლებლობებზე ილაპარაკა: „ტრადიციული ხალხი ვართ, ტრადიციული ერი ვართ, მართლმადიდებლები, უდიდეს პატივს ვცემთ ეკლესიას და დღესასწაულებს. მით უმეტეს, აღდგომა არის ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური მნიშვნელოვანი  დღესასწაული და აქედან გამომდინარე, მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, ისევ ვდგებით  ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაშე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება ეს დიდი შეკრებები და ტრადიციულად, რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეძლებისდაგვარად, შეზღუდულ პირობებში განვახორციელებთ“. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ერთი თვის განმავლობაში, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის პირობებში იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს.

Related news

Latest News
Hashtags:   

მინისტრი

 | 

იმედოვნებს

 | 

აღდგომაზე

 | 

იქნება

 | 

შეკრებები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources