Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ყირგიზეთის უშიშროების საბჭო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ რეკომენდაციით მიმართა პრემიერ-მინისტრ მუხამედკალი აბილგაზიევს, რათა 22 მარტიდან აამოქმედოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო. აღნიშნული რეკომენდაცია პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის ხელმძღვანელობით 21 მარტს ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.   ყირგიზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა აქამდე გამოაცხადა ნოოტაკის და სუზაყის რაიონებში, სადაც 20 მარტს კრონავირუსით დაავადების 6 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა დაინფიცირებული საუდის არაბეთიდან დაბრუნდა ყირგიზეთში.   21 მარტს ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა კორონავირუსით დაავადების 4 ახალი შემთხვევა. ჯამში ქვეყანაში დაინფიცირებულია 37 კაცი. კარანტინში იმყოფება 3200-პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან.

Related news

Latest News
Hashtags:   

ყირგიზეთის

 | 

უშიშროების

 | 

საბჭო

 | 

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

გამოცხადების

 | 

ინიციატივით

 | 

გამოვიდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources