Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

აშშ ავღანეთის მთავრობისა და თალიბანისგან მოითხოვს, იზრუნონ პატიმრების დროულად განთავისუფლებისთვის

აშშ-მა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა „რაც შეიძლება სწრაფად“ უნდა დაიწყონ პატიმრების განთავისუფლება. აშშ დასძენს, რომ კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო აჩქარებს ამ აუცილებლობას. აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, ზაალმაი ხალილზადმა 18 მარტს ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ „კორონავირუსის გამო პატიმრების სასწრაფოდ განთავისუფლებაა საჭირო, ახლა დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება“. ხალილზადმა 29 თებერვალს ხელი მოაწერა თალიბანთან შეთანხმებას, რომლის პირობითაც თალიბანი დათანხმდა 19 წლიანი ომის დასრულებას. დოკუმენტის თანახმად, ავღანეთის მთავრობას უნდა გაეთავისუფლებინა 5 ათასი თალიბი და ასევე ავღანეთის მთავრობის ათას ხუთასი პატიმარი შემდეგ კვირაში შიდა ავღანური მოლაპარაკების წინ. თალიბანმა, რომელიც წინააღმდეგია ავღანეთის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა, განაცხადა, რომ ის შეთანხმებას იცავს, მაგრამ არ დაიწყებს მთავრობასთან მოლაპარაკებას, სანამ არ გაათავისუფლებენ თავის მებრძოლებს. მთავრობა, რომელსაც დასავლეთი უმაგრებს ზურგს, არ ყოფილა მოლაპარაკების ნაწილი და არ სურდა პატიმრების განთავისუფლება. პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ შემდეგ თანხმობა განაცხადა, რომ გაუშვებდა 1500 კაცს და შემდე კი, მოლაპარაკების დასრულებისდა თალიბანის მხრიდან ძალადობის შეწყვეტის შემდეგ, დანარჩენს. მაგრამ სამშვიდობო პროცესის კრიზისი დაიწყო, როცა 15 მარტს, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ გადაიდო პატიმრების განთავისუფლების დაწყება. ქაბულის თანახმად, მთავრობას მეტი დროს დასჭირდა გასათავისუფლებელი პატიმრების საბოლოო სიის დასადგენად. მთავრობის თანახმად, არც ერთ პატიმარს გაუშვებენ ორი მხარის შეთანხმების გარეშე.

Related news

Latest News
Hashtags:   

ავღანეთის

 | 

მთავრობისა

 | 

თალიბანისგან

 | 

მოითხოვს

 | 

იზრუნონ

 | 

პატიმრების

 | 

დროულად

 | 

განთავისუფლებისთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources