Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ტყიბულში 200-მდე მეშახტე მეოთხე დღეა, მუშაობაზე უარს აცხადებს

მეშახტეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და განაცდურის ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვენ. როგორც მეშახტეები აცხადებენ, შახტში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული და საფრთხე ექმნებათ. მეშახტეები დღეს, 16 მარტს ძიძიგურის შახტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მინდელის შახტთან გადაინაცვლეს და მოთხოვნები კიდევ ერთხელ დააყენეს. 200-მდე მეშახტე  მეოთხე დღეა, რაც მუშაობაზე უარს აცხადებს. „გვინდოდა ჩვენი მოთხოვნები უშუალოდ გაგვეცნო საქართველოს მთავრობისთვის, გვინდოდა ნათია თურნავასთან შეხვედრა, ველოდით, რომ ჩამოვიდოდა თუმცა, არ ჩამოსულა. ახლა კომპანია „საქნახშირმა“ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტა და სამი დღე დასვენება გამოაცხადა, აქციებს ამის შემდეგ განვაახლებთ“, - უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ტყიბულელ მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რუსლან ბუცხრიკიძემ. გაფიცულები არც  პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადასვლას გამორიცხავენ. ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა გაცდენილი დღეების ანაზღაურების მოთხოვნით ვიდეომიმართვა 13 მარტს გაავრცელა. ისინი ჰყვებოდნენ შახტში შექმნილი მძიმე სამუშაო პირობების შესახებ და მოითხოვდნენ განაცდურის ანაზღაურებას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტყიბულში

 | 

მეშახტე

 | 

მეოთხე

 | 

მუშაობაზე

 | 

აცხადებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources