Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 19 days ago

სახდეპის ანგარიში ჩამოთვლის საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში არსებული ვითარების შესახებ.  საქართველოს შესახებ თავში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები იყო სიცოცხლის უკანონო ან განურჩეველი წართმევა რუსეთის და დე-ფაქტო მმართველების მხრიდან საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მოქალაქეთა განურჩეველი დაკავება მთავრობის, რუსეთის და დე-ფაქტო მმართველების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი პრობლემები, ასევე გამოძიებები და აღძრული საქმეები, რომლებიც ფართოდ იყო აღქმული პოლიტიკურად მოტივირებულად, უკანონო შეჭრა პირად სივრცეში, გაუმართლებელი საპოლიციო ძალა ჟურნალისტთა წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ჩარევა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში, მათ შორის გაუმართლებელი საპოლიციო ძალის გამოყენება დემონსტრანტთა მიმართ, და ძალადობის ან მუქარის შემცველი დანაშაულები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი პირების მიმართ. „მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის ზოგიერთი შემთხვევის გამოსაძიებლად, მაგრამ ხარვეზები დარჩა, მათ შორის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის თვალსაზრისით გაუმართლებელი საპოლიციო ძალის გამოყენებაზე ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ 20-21 ივნისის დემონსტრაციებზე და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებაზე და [სხვა ქვეყნისთვის] გადაცემაზე“ - ვკითხულობთ ანგარიშში. საქართველოს შესახებ თავში განხილულია 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ნათქვამია, რომ მან პირველი რაუნდი შეაფასა კონკურენტულად და პროფესიონალურად ჩატარებულად, თუმცა წამოჭრა შეშფოთებაც, რომელიც მეორე რაუნდსაც მიემართებოდა - მათ შორის კონკურენტთა შორის უთანასწორო პირობების, ამომრჩეველზე ზეწოლის და სამაგიეროს გადახდის შიშის თვალსაზრისით.

Related news

Latest News
Hashtags:   

სახდეპის

 | 

ანგარიში

 | 

ჩამოთვლის

 | 

საქართველოში

 | 

ადამიანის

 | 

უფლებების

 | 

კუთხით

 | 

არსებულ

 | 

პრობლემებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources