Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ლომჯარიას თქმით, თვითმხილველები ამბობენ, რომ გოგოს გატაცებისას თავზე ტომარა ჩამოაცვეს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 თებერვალს ჩავიდა მარნეულში და შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს, - იტყობინება სახალხო დამცველის აპარატი. „გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა, სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - თქვა ლომჯარიამ. გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ. რადიო „მარნეულის“ ცნობით, 14 თებერვალს მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს. როგორც რადიო „მარნეულს თვითმხილველებმა უთხრეს, გამტაცებელი სრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შსს-ში არ აზუსტებენ, ამ დროისთვის გოგო გათავისუფლებულია თუ არა.  გოგოს გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო „მარნეულმა გაავრცელა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ლომჯარიას

 | 

თქმით

 | 

თვითმხილველები

 | 

ამბობენ

 | 

გოგოს

 | 

გატაცებისას

 | 

თავზე

 | 

ტომარა

 | 

ჩამოაცვეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources