Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

მაკრონის თანამებრძოლი გამოეთიშა პარიზის მერობისთვის ბრძოლას სექსუალური სკანდალის გამო

.პარიზის მერობის კანდიდატი და ემანუელ მაკრონის თანამებრძოლი, ბენჟამენ გრივო, გამოეთიშა ბრძოლას რუსი პერფორმისტი მხატვრის, პიოტრ პავლენსკის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რაც ოჯახური ფასეულობების ერთგულებაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსის ცოლ-ქმრულ ღალატში ამხელს.   ბენჟამინ გრივომ დევნაში დაადანაშაულა მისი პოლიტიკური ოპონენტები და განაცხადა, რომ „მსგავს მიდგომას არც ერთი ოჯახი აღარ უნდა იმსახურებდეს,“ რის გამოც აღარ სურს მისი ოჯახის „დარტყმის ქვეშ“ დაყენება.   გრივო, რომელიც მაკრონის კაბინეტში პრესმდივნის და უმცროსი მინისტრის პოსტი ეკავა, თანამდებობიდან გადადგა, პარიზის მერობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით. იგი გამოკითხვების თანახმად, მესამე იყო რეიტინგში სოციალისტების კანდიდატის, მოქმედი მერის, ან იდალგოსა და კონსერვატორების ფავორიტის,რაშიდა დატის, შემდეგ.   „ლიბერასიონის“ თანახმად, პერფორმისტმა მხატვრმა, პიოტრ პავლენსკიმ განაცხადა, რომ ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც პოლიტიკოსს „ფარისევლობაში“ ამხელს.სქრინშოთი, რომელიც პავლენსკიმ გამოაქვეყნა, შეიცავს ონლაინ მიმოწერას გრივოსა და ერთ ქალს შორის, რომელიც არ არის მისი ცოლი. ვიდეოზე ჩანს ასევე მამაკაცის გენიტალიები.   სკანდალებით სახელგანთქმულმა რუსმა მხატვარმა, პიოტრ პავლენსკიმ, 2017 წელს დატოვა რუსეთი და წავიდა საფრანგეთში, სადაც მან მოქალაქეობა მიიღო.   სხვადასხვა დროს რუსეთსა და საფრანგეთში ჩადენილი აქვს არაერთი წვრილმანი ხულიგნობა. სულ ბოლოს, 2017 წელს მან ცეცხლი წაუკიდა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის ფასადს და მის წინ ფოტო გადაიღო.

Related news

Latest News
Hashtags:   

მაკრონის

 | 

თანამებრძოლი

 | 

გამოეთიშა

 | 

პარიზის

 | 

მერობისთვის

 | 

ბრძოლას

 | 

სექსუალური

 | 

სკანდალის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources