Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

გახარიას თქმით, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს, ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს მთავრობის მიმართ უცხოელი პარტნიორების კრიტიკას ეხმაურება. „ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი.  ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა - ჩვენ ვიშრომებთ ყოველდღე ამისთვის“, - ამბობს გახარია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამდენიმე ფაქტორი - პირველი, რომ ჩვენ, ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ჩვენი უფლება, ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. სხვათა შორის დღეს ამას აქაც ვაკეთებთ და ამას გავაკეთებთ“, - თქვა პრემიერმა. როგორც გახარია აღნიშნავს, ხშირად პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ, მათ შორის ქვეყნის საგარეო მიმართულებას რთავენ შიდა პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო. კონფერენციის გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. მიუნხენი, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს,   აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 14-16 თებერვალს მასპინძლობს.

Related news

Latest News
Hashtags:   

გახარიას

 | 

თქმით

 | 

ყველა

 | 

უსაფუძვლო

 | 

კრიტიკაზე

 | 

გაეცემა

 | 

დასაბუთებული

 | 

ობიექტური

 | 

პასუხი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources