Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

რადიო „მარნეულის“ ცნობით, 14 თებერვალს მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს. როგორც რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, გამტაცებელი სრულწლოვანია. გოგო გატაცებამდე მასწავლებელთან მოსამზადებლად იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შსს-ში არ აზუსტებენ ამ დროისთვის გოგო გათავისუფლებულია თუ არა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარნეულში

 | 

არასრულწლოვანი

 | 

გოგოს

 | 

მოტაცების

 | 

ფაქტზე

 | 

გამოძიება

 | 

მიმდინარეობს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources