Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს დონბასში კონფლიქტის თაობაზე

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარასკევს სატელეფონო საუბარში განიხილეს „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტის მომზადებისა და დონბასში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხები.   ოფიციალურ ცნობებში არაფერია ნათქვამი, თუ როდის გაიმართება ოთხეულის მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა.   უკრაინული მხარე იუწყება, რომ სატელეფონო საუბარში განიხილეს ასევე, „რუსეთისა და დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლება“, ასევე მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულება.   ბოლოს ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა კიევის ინიციატივით, 2019 წლის 31 დეკემბერს. პუტინმა და ზელენსკიმ ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი დღესასწაული და ისაუბრეს 2020 წელს რუსეთ-უკრაინის ურთიერთოების განვითარებაზე.   „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრა, უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების შეხვედრა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში, პარიზში, გაიმართა. მოლაპარაკების დროს შეთანხმდნენ ძალთა დაშორიშოებაზე დონბასში დაპირისპირების ხაზის გასწვრივ და პატიმრების გაცვლაზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთისა

 | 

უკრაინის

 | 

პრეზიდენტებმა

 | 

სატელეფონო

 | 

საუბარი

 | 

გამართეს

 | 

დონბასში

 | 

კონფლიქტის

 | 

თაობაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources