Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ ისაუბრეს 2008 წლის ომის საქმის შესახებ

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე, რომელიც 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, - იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.   „საუბრისას აღინიშნა ქართული მხარის ნაყოფიერი თანამშრომლობა პროკურორის ოფისთან, რათა დეტალურად იყოს გამოძიებული ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, როგორებიცაა ქართველების ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან დიდ ძალისხმევაზე, რომლის გაწევაც მის გამომძიებლებს უხდებათ, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს“, - ნათქვამია პრესრელიზში. ადმინისტრაციის ცნობით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მას აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების წარმატებით გამოძიების პროცესში. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ. 2016 წლის 27 იანვარს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. ეს წინაპირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინასასამართლო პალატის სამ მოსამართლეს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის დაერთო ნება, დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, მსხვერპლთა ისტორიებს ემთხვევა.

Related news

Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

გახარიამ

 | 

ბენსუდამ

 | 

ისაუბრეს

 | 

საქმის

 | 

შესახებ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources