Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ბელიაშვილის ქუჩაზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა. „შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს“,-  ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბელიაშვილის

 | 

ქუჩაზე

 | 

საწყობში

 | 

გაჩენილი

 | 

ხანძარი

 | 

ლოკალიზებულია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources