Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ფაშინიანი გერმანიაში შეხვდა მერკელს და გადაიღო სელფი ბერლინის კედლის ფონზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, გერმანიაში შეხვდა კანცლერ ანგელა მერკელს, რომელიც, გავრცელებული ცნობით, სტუმარს დაჰპირდა მხარდაჭერის გაგრძელებას დემოკრატიულ რეფორმების უფრო ეფექტური განვითარებისთვის.   ფაშინიანმა შეხვედრაზე თქვა, რომ სომხეთი დაინტერესებულია სომხეთის ბაზარზე გერმანული ბიზნესისა და კაპიტალის სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობით.   სომხეთის პრემიერმა, ბერლინში ყოფნისას, სელფი გადაიღო ბერლინის კედელთან, დმიტრი ვრუბელის ცნობილი გრაფიტის ფონზე - „ღმერთო დამეხმარე, რომ გადავურჩე ამ სასიკვდილო კოცნას!“, ანუ სსრკ-ის ცკ-ის გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევისა და გდრ-ის ხელმძღვანელ, ერიკ ჰონეკერის „ძმური კოცნა“.   ცნობილია, რომ სომხეთის ლიდერს უყვარს სელფების გადაღება. მის კოლექციაში არის მაკრონთან, მერკელთან, ტრიუდოსთან, მიშუსტინთან და ყოველთა სომეხთა კათალიკოსთან გადაღებული ფოტოები.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფაშინიანი

 | 

გერმანიაში

 | 

შეხვდა

 | 

მერკელს

 | 

გადაიღო

 | 

სელფი

 | 

ბერლინის

 | 

კედლის

 | 

ფონზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources