Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ომანში პატრუშევისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი სასამართლოში უჩივის საგამოძიებო პროგრამა „სქემებს“ მის ბოლო გამოშვებაში გასული სიუჟეტის გამო, რომელშიც საუბარია ომანში ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, შესაძლო შეხვედრის თაობაზე.   პრეზიდენტი ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრია და არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ნიკოლაი პატრუშევთან, - აცხადებენ ზლენსკის ოფისში, სადაც ეს ცნობა შეაფასეს როგორც „საზოგადოებრივი აზრის აშკარა მანიპულაციის მცდელობა“.    უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ელოდება პროგრამა „სქემებისგან“ სინამდვილესთან შეუსაბამო ამ ცნობების და მათ საფუძველზე გაკეთებული ვარაუდების უარყოფას. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს სარჩელით, რომელშიც მოვითხოვთ უარყოფას და ბოდიშის მოხდას“, - ნათქვამია​ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესცენტრის განცხადებაში.   აღსანიშნავია, რომ პროგრამა „სქემის“ ჟურნალისტებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია ზელენსკისა და პატრუშევის შეხვედრაზე. სიუჟეტში ნახსენები იყო მხოლოდ ასეთი შეხვედრის ვერსია, „რომელიც არ დადასტურებულა“.   ამასთან ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ომანში ყოფნის დროს, ქვეყანაში ჩაფრინდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი. სიუჟეტში ხაზგასმული იყო ასევე, რომ ჩარტერული თვითმფრინავი Bombardier Global Express 6000, რომლითაც ზელენსკი ომანიდან უკრაინაში დაბრუნდა, რუსეთიდან ჩაფრინდა და რომ ამ თვითმფრინავში იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლა პატრუშევი.   ამ ცნობებს შეიცავდა საგამოძიებო პროგრამა: „სქემები: კორუფცია დეტალებში“.   საგამოძიებო ჟურნალისტური პროგრამა სქემები ეს არის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისა და უკრაინულ ტელეარხ „UA პერშის“ („პირველის“) ერთობლივი პროექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც უკრაინის ყოფილი, ისე ამჟამინდელი პრეზიდენტებისა და მათი გარემოცვის, ასევე ოლიგარქების თაობაზე მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტების გამო.

Related news

Latest News
Hashtags:   

უკრაინის

 | 

პრეზიდენტის

 | 

ოფისი

 | 

უარყოფს

 | 

ომანში

 | 

პატრუშევისა

 | 

ზელენსკის

 | 

შესაძლო

 | 

შეხვედრას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources