Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ფოთის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ ფოთის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს და მერის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლიას, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და მერის ყოფილ მოადგილე ლევან ჩოჩიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ყურუას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ისინი დღეს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაოს სახით 50 ათასი ლარის, ხოლო დანარჩენებს 30-30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. მასთან ერთად საქმეზე ჯამში 11 ადამიანი იყო დაკავებული. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს, საიდანაც, მათივე მტკიცებით, კაკულიამ 170 ათასი მიითვისა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის ნოემბერში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ირაკლი კაკულიას, ასევე კულტურის სამსახურის უფროსს და მერის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლიას, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და მერის ყოფილ მოადგილე ლევან ჩოჩიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ყურუას. ჯამში, პროკურატურა 11 ბრალდებულიდან ხუთის პატიმრობას ითხოვდა, დანარჩენების შემთხვევაში კი - გირაოს. სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა ოთხის მიმართ, სხვებს კი გირაოს გადახდა დაეკისრათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფოთის

 | 

ყოფილი

 | 

გირაოს

 | 

სანაცვლოდ

 | 

გათავისუფლდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources