Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

დავით ზალკალიანი უარყოფს, რომ მიუნხენში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრა იგეგმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრა იგეგმება. „არანაირი შეხვედრა არ იგეგმება რუსეთის დელეგაციასთან“, - უთხრა დღეს, 14 თებერვალს ზალკალიანმა მიუნხენში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს. 13 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ არ გამორიცხა, რომ მიუნხენში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კონფერენციაში მონაწილე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღებს თბილისში, ევროსაბჭოს მინისტერიალზე დასასწრებად ჩამოსვლის გარანტიას. ამ ინფორმაციას გახარიას პრესსამსახურში სიცრუე უწოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეცაა, დღეს მედიას უთხრა, რომ საქართველო როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, რათა უზრუნველყოს მინისტერიალის შესაბამის დონეზე ჩატარება: „რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებია. ჩვენი სახელმწიფო ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. სპეკულაციებზე, თუ ვინ როგორ ჩამოვა, ამაზე ჯერ ძალიან ნაადრევია საუბარი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთობას და მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს“. მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

Related news

Latest News
Hashtags:   

დავით

 | 

ზალკალიანი

 | 

უარყოფს

 | 

მიუნხენში

 | 

რუსეთის

 | 

დელეგაციასთან

 | 

შეხვედრა

 | 

იგეგმება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources