Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

უილიამ ბარმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა ტვიტრში კომენტარებისთვის

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს ტვიტერში იმ სისხლის სამართლის საქმეებზე წერა, რომლებსაც მისი უწყება იძიებს. მისი თქმით, რეზონანსული საქმეების შესახებ გამუდმებული კომენტარები იმას იწვევს, რომ ის „ვეღარ ასრულებს თავის საქმეს“. ტელეკომპანია ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბარმა აღნიშნა, რომ ვერავის მხრიდან ზეწოლას - ვერც მედიის, ვერც კონგრესისა და ვერც პრეზიდენტისა - ვერ შეეგუება. გენერალური პროკურორის კომენტარს მიიჩნევენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებებით უკმაყოფილების პირდაპირ გამოხატულებას. ტრამპი სწორედ ტვიტერში წერდა თავისი ყოფილი მრჩევლისა და მეგობრის, როჯერ სტოუნის საქმის შესახებ. სტოუნს რიგ დანაშაულებებში ედება ბრალი სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების შედეგად. მიულერი იძიებდა რუსეთის სავარაუდო ჩარევას აშშ-ის საარჩევნო პროცესში. სტოუნის მიმართ ბრალდებები პირდაპირ არ არის დაკავშირებული რუსეთთან. პროკურორებმა გამოთქვეს რეკომენდაცია, სტოუნს 7-დან 9 წლამდე აღეკვეთოს თავისუფლება. ამან ტრამპის განრისხება გამოიწვია. მან ტვიტერში დაწერა, რომ არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით არავინ დასჯილა მის ოპონენტებს, დემოკრატებს შორის. ამის შემდეგ მალე იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა პროკურორების რეკომენდაცია და სტუონისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის რეკომენდაცია გააკეთა. ოთხი პროკურორი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგა. დემოკრატებმა მწვავედ გააკრიტიკეს როგორც ტრამპი, ისე ბარი. მათი თქმით, პრეზიდენტი პირდაპირ ჩაერია მართლმსაჯულების საქმეებში.

Related news

Latest News
Hashtags:   

უილიამ

 | 

ბარმა

 | 

დონალდ

 | 

ტრამპი

 | 

გააკრიტიკა

 | 

ტვიტრში

 | 

კომენტარებისთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources