Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დადასტურდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცოფის შემთხვევაა. ორი მამაკაცი დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რომელსაც ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ცოფი დაუდგინა. ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის ინფორმაციით, ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი პირი აუცილებელ ვაქცინაციაზე უარს ამბობს და სპეციალისტები მის დარწმუნებას ცდილობენ. მეორეს საჭირო მკურნალობა უკვე უტარდება. საზოგადოებრვი ჯანდცვის ცენტრში ამბობენ, რომ მისი წარმომადგენლები ხვდებიან სხვა პირებსაც, რომლებსაც შესაძლოა, ცოფით დაავადებულ ძაღლთან რაიმე კონტაქტი ჰქონდათ. დაკბენის გარდა, ცხოველისგან ადამიანს ცოფი შესაძლოა, ნერწვით გადაედოს. ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაქცინაცია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ლაგოდეხის

 | 

მუნიციპალიტეტში

 | 

ცოფის

 | 

შემთხვევა

 | 

დადასტურდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources