Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ენერგოტრანსის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ზარდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ საჯარო პირი აღარაა და ჟურნალისტებთან საუბრის ვალდებულება არ აქვს: „არ გაქვს უფლება დამირეკო. როგორც კერძო საკუთრებაზეა, რომ არ გაქვს უფლება შეხვიდე, ასევე, პირადი სივრცის დარღვევაა“. „ენერგოტრანსი“ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაახლოებით 290 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებს ფლობს. „ენერგოტრანსის“ 100% წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“. სწორედ აქ დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას ზარდიაშვილის დანიშვნა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია და მისი აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - „საპარტნიორო ფონდი“. ამასთან, ორგანიზაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს. 37 წლის ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი - რომელშიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა - მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დატოვა. პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ვანო ზარდიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სპეციალობით ის სამართალმცოდნეა. დეპუტატობამდე ის იყო: სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე (2013 - 2016) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (2013) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 - 2013) თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012) თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე (2007 - 2010) თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი (2007) საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი (2004 - 2006)

Related news

Latest News
Hashtags:   

ყოფილი

 | 

დეპუტატი

 | 

ზარდიაშვილი

 | 

ენერგოტრანსის

 | 

დირექტორის

 | 

მოადგილედ

 | 

დაინიშნა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources