Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

აშშ მოუწოდებს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას დიალოგის გაგრძელებისკენ

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ის მხარეებს კეთილსინდისიერი დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.  ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალს, და რას აკეთებს მის გადასაჭრელად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დისკუსიის ხელშეწყობას. შეერთებული შტატები მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მშვიდი და ღირსეული დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა მას შემდეგ, რაც საქართველოს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, მხარეები  მისაღებ სამომავალო გზაზე შეთანხმდნენ. ჩვენმა საელჩომ თბილისში, საქართველოში ევროკავშირის მისიასთან კოორდინაციით და სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად 30 ნოემბერს მხარი დაუჭირა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგს. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი შეხვედრების მხარდაჭერას, რათა მხარეებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად განაგრძონ კეთილსინდისიერი დისკუსიები, რომლის მიზანიც ნდობის აღდგენა და სამომავლო გზის პოვნაა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დგას დღეს საქართველო , - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.   საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ასევე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, რომელმაც  აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით შეშფოთებულია და მხარეებს  დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

მოუწოდებს

 | 

ოპოზიციასა

 | 

მმართველ

 | 

პარტიას

 | 

დიალოგის

 | 

გაგრძელებისკენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources