Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჰაკერობისთვის სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს სანქციები დაუწესა 17 ფიზიკურ პირს, მათ შორის რუსეთის 12 მოქალაქეს, რუსეთის 6 კომპანიას და ჰაკერულ დაჯგუფება Evil Corp-ს. მათ ბრალი ედებათ 100 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვაში ბანკებისა და ორგანიზაციებისგან მსოფლიოს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ასევე კიბერსფეროში ჩადენილ სხვა დანაშაულებში. როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ი კერძო პირებისა და ორგანიზაციების პირადი მონაცემების მოპარვისთვის იყენებდა მის მიერ შემუშავებულ მავნებელ პროგრამა Dridex-ს (ის Bugat-ის სახელითაცაა ცნობილი). ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კიბერდანაშაულებრივ ორგანიზაციას. გარდა ამისა, აშშ-ში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდება რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ჰაკერული დაჯგუფების საკვანძო მნიშვნელობის ფიგურები არიან. ესენი არიან 32 წლის მოსკოველი მაქსიმ იაკუბეცი და 38 წლის იგორ ტურაშევი იოშკარ-ოლიდან. გავრცელებული ინფორმაციით, იაკუბეცი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომლებსაც აშშ ბრალს სდებს კიბერთავდასხმებში, მათ შორის ფსბ-ს სასარგებლოდ საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებაში.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფინანსთა

 | 

სამინისტრომ

 | 

ჰაკერობისთვის

 | 

სანქციები

 | 

დაუწესა

 | 

რუსეთის

 | 

მოქალაქეებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources