Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

პეტრე ცაავას ონლაინპლატფორმის შექმნა სურს

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ზოგადად „საინფორმაციო წყაროს შექმნას“ აპირებს. „საზოგადოებას დავეხმაროთ, რომ მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ სიცრუე, რომელი ნიაღვარიც მოდის საპატრიარქოდან. ვამხილოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრიასტიანობა“, - აღნიშნავს პეტრე ცაავა. შეკითხვაზე, დაწყებული გაქვთ მუშაობა? პეტრე ცაავა პასუხობს: „ზოგადად, იდეის დონეზე ვმუშაობთ“. პეტრე ცაავა 2008-2017 წლებში საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გენერალური დირექტორი იყო. ამ პოზიციიდან ის სინოდის გადაწყვეტილებით გადააყენეს. 31 ოქტომბერს სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. მან სხდომიდან გამოსვლის შემდეგ თქვა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტიით, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.

Related news

Latest News
Hashtags:   

პეტრე

 | 

ცაავას

 | 

ონლაინპლატფორმის

 | 

შექმნა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources