Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს

დუმილის უფლებით ისარგებლა წალენჯიხის პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომაზე. განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურორ დავით პაპავას თქმით, 3 დეკემბერს წალენჯიხაში შელაპარაკების საფუძველზე, ბესიკ ფიფიამ ავტომობილში მყოფი პოლიციელის, მამუკა ქარდავას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამასთან, როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, ინციდენტამდე, მთელი დღის განმავლობაში ბრალდებული მამუკა ქარდავას მოკვლით ემუქრებოდა. პროკურორის თქმით, ბესიკ ფიფია პოლიციაში მომხდარიდან რამდენიმე საათში თავადვე გამოცხადდა. როგორც დავით პაპავამ განაცხადა, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომაც პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადვოკატი ონისე მებონია. ის ამბობს, რომ, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ფიფიას ინტერესების დამცველმა დასძინა, რომ არ არსებობდა მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, შესაბამისად, არც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რადგან ბრალდებული მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე საათში თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში. ადვოკატი დაკავებულის მიმართ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბესიკ ფიფია 9 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. წალენჯიხაში 3 დეკემბერს სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ზუგდიდის

 | 

სასამართლომ

 | 

პატიმრობა

 | 

შეუფარდა

 | 

განზრახ

 | 

მკვლელობის

 | 

მცდელობაში

 | 

ბრალდებულ

 | 

პოლიციელს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources