Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ნენსი პელოსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოვიდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გამოვიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით. პელოსის თქმით, ტრამპმა სერიოზულად დაარღვია შეერთებული შტატების კონსტიტუცია. სპიკერის აზრით, დამტკიცებულია, რომ პრეზიდენტი ზეწოლას ახორციელებდა უკრაინაზე, საკუთარი პოლიტიკური გამორჩენისთვის და აშშ-ის ინტერესების საზიანოდ. როგორც პელოსიმ თქვა, გამოძიებამ აჩვენა, რომ ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კვლავ გაგრძელების და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიწვევის სანაცვლოდ ითხოვდა თავისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებას. პელოსიმ განაცხადა, რომ მან წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს დაავალა, ჩამოაყალიბოს ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ბრალდებების კონკრეტული ფორმულირებები. ვარაუდობენ, რომ მათ შორის იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. ბრალდებები კენჭისყრისთვის უნდა წარედგინოს წარმომადგენელთა პალატას, სადაც დემოკრატებს - ტრამპის ოპონენტებს - უმრავლესობა აქვთ. თანამდებობიდან პრეზიდენტის ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილება შემდეგ უნდა დაამტკიცოს სენატმა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია. თავად ტრამპი უარყოფს ყველა ბრალდებას. თუკი ტრამპის იმპიჩმენტს გამოაცხადებენ, ის აშშ-ის მესამე პრეზიდენტი იქნება, რომლის ბრალდებასაც ხმას მისცემს წარმომადგენელთა პალატა. მაგრამ ჯერჯერობით აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ გადაუყენებიათ სენატში. 1974 წელს რიჩარდ ნიქსონი საკუთარი ნებით გადადგა იმპიჩმენტის საფრთხის გამო, მაგრამ მისთვის ის ფორმალურად არ გამოუცხადებიათ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნენსი

 | 

პელოსი

 | 

პრეზიდენტ

 | 

დონალდ

 | 

ტრამპის

 | 

იმპიჩმენტის

 | 

მოწოდებით

 | 

გამოვიდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources