Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობას მანდატური სწავლობს

ქუთაისის მე-3-ე საჯარო სკოლის, მესამე კლასის მოსწავლის მშობელი, მასწავლებელს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის სახალხო დამცველს, ასევე განათლებისა და შსს სამინისტროებს მიმართავს. მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი კლასის დამრიგებელმა კლასელთან გადალაპარაკების გამო დასაჯა.  პედაგოგის, თამარ კუხიანიძის ვერსიით მან მოსწავლეს მხოლოდ შენიშვნა მისცა, ძალადობა კი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია: „მე მხოლოდ თავზე მივადე ხელი, დაწერეთქო, ვთხოვე...ჩვეულებრივად მეკონტაქტებოდა, გავუსწორე კიდეც ნამუშევარი და დავუბრუნე რვეული, ისწავლე-მეთქი“, - აცხადებს თამარ კუხიანიძე. ​ფიზიკური ძალადობის შესახებ მშობელმა საჯაროდ ფეისბუქზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტოს თან ახლდა მინაწერი: რვა წლის, მესამე კლასელმა, ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის , - წერს ცირა ხაბურძანია და მეგობრებს სტატუსის გაზიარებას სთხოვს. მისი პოსტს სამასზე მეტი გაზიარება და თითქმის ამდენივე კომენტარი აქვს.  პედაგოგიც და რვა წლის ბავშვის დედაც ადასტურებენ, რომ მათ უთანხმოება გასულ წელსაც ქონდათ. თამარ კუხიანიძე ცირა ხაბურძანიას შვილს მესამე წელია რაც ასწავლის. „თუკი დადასტურდა ის, რა ინფორმაციაც მე მივიღე, სამწუხაროდ, არა მშობლისგან, არამედ სოციალური ქსელებიდან, სკოლის ადმინისტრაცია გაატარებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც კანონი გვავალებს. აქ უკან დახევა არ იქნება , - ამბობს საჯარო სკოლის დირექტორის, თამაზ ჭაბუკიანი. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას აგროვებს მანდატურის სამსახურიც. სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მესამეკლასელი სკოლაში აღარ წასულა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ქუთაისში

 | 

მოსწავლეზე

 | 

შესაძლო

 | 

ძალადობას

 | 

მანდატური

 | 

სწავლობს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources