Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ნიკა გვარამია სუს-ში, სავარაუდოდ, ამ ტექსტისთვის დაიბარეს: „უზურპატორი უნდა დავამხოთ!“

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ნიკა გვარამია დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ის პრესსამსახურში და დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს.  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე გამოძახებას 4 დეკემბერს „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს უკავშირებს. „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“ - დაწერა ნიკა გვარამიამ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ უწყებაში, რომელსაც გვარამია აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ის 6 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში  ნიკა გვარამიამ 26 ნოემბერს თქვა, რომ მის ოჯახს პროკურატურა უთვალთვალებდა და ამის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდიან მწვანე ფერის „პორშედან“ მისი მეუღლე და ქალიშვილი, ძაღლთან ერთად. „ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ“, - დაწერა ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამიამ 1 დეკემბერს გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს - „ქექეც, სანდროც, სოფოც, ...ჩვენ ვრჩებით - თქვა მან. ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ქვეყანას, მოიშოროს რუსული ურჩხულის ნასხლეტიო“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 20 ივლისს. გამოძიების ვერსიით, გვარამიას მიერ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებით, „რუსთავი 2“-მა 7 მილიონამდე ლარით იზარალა.

Related news

Latest News
Hashtags:   

გვარამია

 | 

სავარაუდოდ

 | 

ტექსტისთვის

 | 

დაიბარეს

 | 

„უზურპატორი

 | 

დავამხოთ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources