Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ომბუდსმენი ეუთო/ოდირს სავარაუდოდ ორშაბათს მიმართავს

სახალხო დამცველი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეუთო/ოდირს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაუგზავნის. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ის ეუთო/ ოდირს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს. „ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცედურები. არსებობს გარკვეული ტექნიკური მხარეები, რომელზეც დღეს ჩვენ ვზრუნავთ. ახლა სიღრმეებში არ ჩავდივარ, მაქსიმალურად დაჩქარებულად ვცდილობთ, რომ ოფიციალური დოკუმენტი ოდირს გადავუგზავნოთ. გარკვეული ტექნიკური პროცედურები არის, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ალბათ, ყველაზე ბოლო ვადა ჩვენ რაზეც გვაქვს ორიენტირებული, დიდი ალბათობით, ორშაბათი იქნება. ორშაბათს ჩვენ უკვე გაგზავნილი გვექნება. ამაზე კონკრეტული ვადები არ გვაქვს, თუმცა ჩვენი თხოვნა იქნება, ეუთო/ოდირის მიმართ, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ იმიტომ, რომ მათ შორის მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტზე, რამდენიმე კვირაში ეუთო/ოდირმა მოგვიმზადა თავისი დასკვნა გამონაკლისი წესით ,- განაცხადა ლომჯარიამ. ოპოზიციამ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ შეიმუშავა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმებს მაქსიმალურად პროპორციულად გადაანაწილებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ - პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით - სახალხო დამცველს სთხოვა, კანონპროექტი ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა იგი საქართველოს კონსტიტუციას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ომბუდსმენი

 | 

ოდირს

 | 

სავარაუდოდ

 | 

ორშაბათს

 | 

მიმართავს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources