Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

დმიტრი მედვედევმა 2008 წლის ომის დაწყებას თავისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება უწოდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა თავისთვის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებებად დაასახელა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყება და რეფორმა, რომელიც რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან ტელეჟურნალისტებთან ორსაათიანი საუბრისას განაცხადა. 2008 წლის ომს მედვედევმა „საქართველოს აგრესიაზე პასუხი“ უწოდა, მის შესახებ გადაწყვეტილებას კი გარდაუვალი და ერთადერთი სწორი. საპენსიო რეფორმაზე, რომელსაც რუსეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, მედვედევმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არავის სურდა, მაგრამ ის აუცილებელი იყო. სხვა საკითხებთან ერთად, მედვედევს შეეკითხნენ ე.წ. „სუვერენულ ინტერნეტზეც“. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება YouTube-ის აკრძალვას, მედვედევმა თქვა, რომ „არავინ არაფრის დახურვას არ აპირებს“, ვიდეოების მონეტიზაცია და იუტუბერების შემოსავლები კი პირველი რიგში თავად სერვისის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ კანონი დაიცავს რუსეთის მოქალაქეებს გლობალური ქსელიდან ქვეყნის მოკვეთის შემთხვევაში. მისი თქმით, ასეთი საფრთხე სავსებით რეალურია.

Related news

Latest News
Hashtags:   

დმიტრი

 | 

მედვედევმა

 | 

დაწყებას

 | 

თავისთვის

 | 

ყველაზე

 | 

რთული

 | 

გადაწყვეტილება

 | 

უწოდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources