Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

მექრთამეობის ეჭვით დააკავეს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ დღეს განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის ქრთამის აღების ეჭვით დააკავეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გევორქ ლორეციანი. მასთან ერთად პოლიციაში წაიყვანეს მისი მძღოლი და სომხეთში მოქმედი ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს სპორტული პროდუქციის მიმწოდებელი რიგი კომპანიების ფაქტობრივი მფლობელიცაა. წინასწარი მონაცემებით, მინისტრის მოადგილემ მისი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებისთვის სპორტული საქონლისა და ფორმების მიწოდებისთვის გამოცხადებულ ტენდერში დახმარება აღმოუჩინა ზემოხსენებულ მიმწოდებელს. საპასუხოდ საკუთარი მძღოლის გზით შეთანხმებას მიაღწია განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის ქრთამის აღების თაობაზე. მძღოლისთვის თანხის ნაწილის გადაცემის შემდეგ გარიგების ყველა მონაწილე მაშინვე დააკავეს. დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებული მასალები გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.

Related news

Latest News
Hashtags:   

მექრთამეობის

 | 

ეჭვით

 | 

დააკავეს

 | 

სომხეთის

 | 

განათლების

 | 

მეცნიერების

 | 

კულტურისა

 | 

სპორტის

 | 

მინისტრის

 | 

მოადგილე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources